Boeing 737-Max 8-ს, რომელიც სტამბოლის აეროპორტიდან მაროკოსკენ გაემგზავრა, ავარიულად დაშვება მოუწია. ბორტზე მყოფი მგზავრი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა საპირფარეშოში, რამაც ეკიპაჟი შეაშფოთა.
ალჟირის მედიის ცნობით, ადგილზე მისულ ეკიპაჟის წევრებს მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ.
ბორტზე მყოფმა ექიმმა მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შედეგად თვითმფრინავს ალჟირში ავარიულად დაშვება მოუწია.
სამედიცინო ჯგუფმა მგზავრის გარდაცვალება დაშვებისას დაადასტურა.
ალჟირის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. თურქეთის ავიახაზების თანამშრომლები მასთან თანამშრომლობენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა.