ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო საქონელი ექსპოერტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს. Skynews-ის ცნობით, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტისთვის. ეს არის თვეში დაახლოებით 4 მილიონი ტონა ზეთის თესლი და მარცვლეული - ჩვენ მივაღწიეთ ამ მოცულობას გასული წლის ნოემბერში," - განაცხადა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ.
ვიდრე რუსეთი გამოვიდოდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან, უკრაინის ექსპორტის 60% იგზავნებოდა სოლიდარობის გზებით, ხოლო 40% შავი ზღვის გავლით.
„სოლიდარობის მარშრუტით“ შესაძლებელია, რომ საქონელი უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გაიტანონ, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა ან შიდა წყლის საშუალებით.