ზელენსკი პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

კანონპროექტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2023 წლის 18 აგვისტოს 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში, 15 ნოემბრამდე ითვალისწინებს.

უკრაინული მედიის ცნობით, საომარი მდგომარეობის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ კაცებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ეკრძალებათ ქვეყნიდან გასვლა, რადგან ისინი შეიძლება, გაიწვიონ სამხედრო სამსახურში.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.