შავ ზღვაში, ქერჩის მახლობლად მგზავრებით დატვირთული რუსული იახტა - Tata გემს შეეჯახა.
ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის ფედერაციის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტმა განმარტა, რომ დაზიანებული იახტა პორტ „კავკაზში“ მიიტანეს. მსხვერპლი არ არის.
ადგილზე მისულ ეკიპაჟს იახტა უკვე 50%-ით დატბორილი დახვდა.
დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.