რუსეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი იაპონელი მოსამართლე ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე, იაპონელი ტომოკო აკანე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ტომოკო აკანე წევრია სასამართლოს იმ პალატის, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნის დაპატიმრების ორდერი. რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, ტომოკო აკანე იძებნება „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.“ მუხლი დაკონკრეტებული არ არის.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.