კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა  რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს თავდაცვის გამოფენაზე უმასპინძლა. მედიის ყურადღება მიიპყრო გამოფენაზე წარმოდგენილმა ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებიც გაეროს რეზოლუციებით არის აკრძალულია. ეს რეზოლუციები რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მიიღეს. ახლა კი მის ფონზე რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა კავშირების გაღრმავების პირობას დებდნენ.

შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მინისტრია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩავიდა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წერილი გადასცა.

მან პუტინს მადლობა გადაუხადა შოიგუს ხელმძღვანელობით სამხედრო დელეგაციის გაგზავნისთვის და განაცხადა, რომ ამ ვიზიტმა გააღრმავა „სტრატეგიული და ტრადიციული" ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის.


ექსპერტების შეფასებით, შოიგუს გამოჩენა გამოფენაზე, ძალიან „ამბივალენტური ჟესტია“ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ფორმალურად რჩება ვალდებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიმართ, რომლებიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.