რუსეთმა და ზიმბაბვემ ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ზიმბაბვეს ენერგეტიკის მინისტრმა, სოდა ჟემუმ და რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის როსტომის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა.
ცერემონია სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში გაიმართა.