პრიგოჟინი პუტინის მონაწილეობით მიმდინარე ფორუმზე შენიშნეს

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ამბოხის მცდელობის გამო „მოღალატე“ უწოდა, რუსეთ-აფრიკის სამიტზე გამოჩნდა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება.

ფოტოს და ინფორმაციას პრიგოჟინის გარემოცვის წარმომადგენელი, დიმიტრი სიტი აქვეყნებს.

„ელჩმა სამიტის პირველი ფოტოები გამიზიარა. ნაცნობ სახეებს ვხედავთ,“ – დაწერა სიტიმ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სამ-ოთხ თვეში აფრიკის რამდენიმე ქვეყანას 25-50 ათასი ტონა მარცვლეული უფასოდ მიაწოდოს.