აშშ უკრაინას Skydio-ს ტიპის დრონებს გადასცემს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა, რომ უკრაინას ომის დანაშაულის დოკუმენტაციისთვის Skydio-ს ტიპის 9 დრონს გადასცემს.

Skydio აშშ-ის წამყვანი მწარმოებლის მიერ შექმნილი დრონია.

„სკაიდიო 2+ თვითმფრინავებს აქვთ 4K კამერები, რომლებიც ფოტო და ვიდეო კონტენტის გადასაღებად, ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის გამოიყენება,“ - აცხადებენ USAID-ში.


დრონები გენერალურ პროკურატურას, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 115,000-ზე მეტი შემთხვევის და ფრონტის ხაზზე თემებსა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებების დოკუმენტაციისთვის გადაეცემა.