Reuters-ის ცნობით, იაპონია, 9 აგვისტოდან, 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე და ჰიბრიდული ავტომობილების რუსეთში ექსპორტს კრძალავს.
„ეკონომიკის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში არსებულ ვითარებას, მსოფლიო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, „დიდი შვიდეულის“ და სხვა ქვეყნების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ყველა ღონეს გამოიყენებს ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის განსახორციელებლად,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა.
ახალი ზომები 2 აგვისტოს გამოცხადდება 9 აგვისტოდან ამოქმედდება.
„შესაბამისად, რუსეთში 1900 მილილიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების, მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების საბურავების ექსპორტის აკრძალვა მოხდება,“ - განაცხადა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ.