გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის ტანკებსა და სადაზვერვო აღჭურვილობას მიაწვდის

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებს, Gepard-ის  ტიპის თვითმავალ საზენიტო საარტილერიო დანაყოფებს და მისთვის საჭირო ათასობით ვაზნას.


უკრაინამ გერმანიიდან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია 21 ივლისს მიიღო. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას ათი ერთეული ასეთი ტანკი გადასცა.

მთლიანობაში ბერლინი უკრაინელ დამცველებს ამ ტიპის 100-ზე მეტ ტანკს მიაწვდის. წერს RBC-Ukraine.

ტანკების გარდა, უკრაინამ მიიღო 20 MG3 ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის ტიპის საინჟინრო ტანკებისთვის. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 1035 155 მმ ტყვია, სათვალთვალო რადარები, 16 Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა, 4 სასაზღვრო პატრულის მანქანა და სხვა აღჭურვილობა.