რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების დეტალები ვრცელდება

რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ალექსანდრე ხინშტეინის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

წინასწარი ცნობებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.


Telegram არხი Baza წყაროების დასახელების გარეშე იუწყება, რომ სამარის ოლქის ქარხანაში აფეთქება დაწესებულების თანამშრომელმა მოაწყო.

მან ერთ-ერთი სახელოსნოს მიტოვებულ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა.


კაცი, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა, ქარხანაში პაკეტით შევიდა და მის გარეშე გამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, მან ერთ-ერთ შენობაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, კაცი ყაზახეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა ის საზღვარზე დააკავეს.