ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, იუწყება RBC-Ukraine.

ევროპული სანქციები დაწესდა შვიდი ფიზიკური პირისა და ხუთი სუბიექტის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ციფრული ინფორმაციის მანიპულირების კამპანიის წარმართვაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდასაჭერად, პროპაგანდის გავრცელებას და ინფორმაციის დამახინჯებას ისახავს მიზნად.

ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული კამპანია, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია.


კერძოდ, ევროკავშირმა შემოიღო შემაკავებელი ზომები Inforos-ისა და მისი სამი დამფუძნებლის მიმართ. Inforos არის ინტერნეტ კომპანია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU). ეს კომპანია პასუხისმგებელია 270-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებაზე, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებენ.

სანქცირებულთა სიაში ასევე არიან რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია - ANO Dialog, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ასევე, რუსული დიასპორის ინსტიტუტი.

რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს, უკრაინას კი, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს.