ავსტრალიის შტატში, ქუინსლენდში, ჰამილტონის კუნძულის წყლებში ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების 4 წარმომადგენელი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.
„იმის გამო, რომ იქ სხვა ვერტმფრენიც იყო, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მაშინვე დაიწყო,“- განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა.
თვითმფრინავი ჩართული იყო სწავლებაში - Talisman Sabre, რომელშიც ავსტრალიის, შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ. კატასტროფის შემდეგ, წვრთნები შეჩერებულია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავსტრალიაში იმყოფებიან.