Financial Times-ის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პოზიციებს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებით ბომბავენ. გამოცემა წერს რომ იარაღი, დიდი ალბათობით, უკრაინულმა ძალებმა სწორედ რუს დამპყრობლებს წაართვეს.
ერთ-ერთმა უკრაინელმა მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭურვები ჩრდილოეთ კორეის გემიდან უკრაინის „მეგობრული ქვეყნის“ მიერ არის კონფისცირებული.
„ჩვენ მათ ვართმევთ ტანკებს, აღჭურვილობას და სავსებით შესაძლებელია, რომ ესეც არის უკრაინული ძალის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგი. რუსეთი ყიდულობს სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას ყველა სახის ტირანებისგან მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანისგან,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა Financial Times-თან ინტერვიუში.
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა, თუმცა ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმაც შეიარაღების გადაცემის ფაქტი უარყვეს.
ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია აღიარა.