ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში მალე შევლენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინული ძალები მალე შევლენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა TSN-სთან გააკეთა.


ბუდანოვმა არ დაასახელა ყირიმის დეოკუპაციის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს „მალე“ მოხდება.“

ამავე დროს, ბუდანოვმა ბელორუსის მხრიდან საფრთხეს არარეალური უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგება საერთოდ არ აშინებს უკრაინის თავდაცვის ძალებს.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.