მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო „ვნუკოვოს“ აეროპორტი დახურული იყო - რუსეთი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვზე, ღამით დრონებით შეტევა განხორციელდა. 

თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

მოსკოვის მტკიცებით,  ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დროებით დახურული იყო.

მოსკოვი დრონებით თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს, თავდასხმას კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.