თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT Haber-ი იუწყება.

ავტობუსი სოფელ კარაკურტთან დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.

ის ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.