ზელენსკიმ ივანო-ფრანკოვოს საავადმყოფოში სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოში მივიდა. მან სამხედროები მოინახულა.

შესაბამის ინფორმაციას უკრინული მედია ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით.