უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 12,6 კილომეტრი გაათავისუფლეს - მალიარი

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ სოფლების მალა ტოკმაჩკისა და რობოტინის მიმართულებით. გასული კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12,6 კვ.კმ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა.

„სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მალა ტოკმაჩკის, რაბოტინის, ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით მიღწეულ საზღვრებზე იკიდებენ ფეხს“, - წერს მალიარი სოციალურ ქსელში.


ამ მიმართულებებზე შეტევისას თავდაცვის ძალებმა სულ გაათავისუფლეს 204,7 კვ.კმ.

ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად,ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, ამ მიმართულებით შეტევის დროს, უკრაინის დამცველებმა, სერთო ჯამში, 37 კვ. კმ. ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს.

ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, სვატოვე-კრემინას ხაზზე მოიპოვონ უპირატესობა.