- ინდო-ჩინეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ინდოეთი და აშშ ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს - "Yudh Abhyas" ჩაატარებენ
25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. გამოცემა News18-ის თანახმად, ინდოეთის არმიის მარათის მსუბუქი ქვეითი პოლკის ჯარისკაცები 14-დღიან წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მისივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიასთან.
„ორი ქვეყნის ჯარები საერთო მიზნების მისაღწევად ერთად იმუშავებენ,“- ნათქვამია წვრთნების აღწერაში.