„ისლამურმა სახელმწიფომ“ პაკისტანში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

„ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) Telegram-ით გამოაცხადა, რომ პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმა მისი მოწყობილი იყო. 

პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

პოლიცია აცხადებდა, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ აფეთქება შესაძლოა, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა.