Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ნიუ-იორკში, სექტემბერში ჩავიდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, ზელენსკიმ შესაძლოა, პირადად წარმოადგინოს „მშვიდობის ფორმულა“ - ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად შეიქმნა.
გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა შეიძლება, რუსეთმაც მიიღოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული.