Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და თურქულმა კომპანია Baykar-მა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენების თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კონტრაქტი არის თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის უფრო დიდი შეთანხმების ნაწილია მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სფეროში, რომელიც ძალაში 23 იანვარს შევიდა. ცენტრი უახლოეს მომავალში აშენდება.

უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუქ ბაირაქტარის თქმით, დრონების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით, 95 მილიონი დოლარი იქნება.