უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „კიდევ 10 წელიწადსაც" ვერ იცოცხლებს.
ბრაზილიური გამოცემა Globo-ს შეკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შეიძლება თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს, ზელენსკი პასუხობს:
„არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს."
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარების მოქმედებები ბრძოლის ველზე ადასტურებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და უკრაინელების განადგურება.