ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროგრამაზე უნგრელებს წვდომას შეზღუდავს, იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თაღლითური გზით მოპოვებული პასპორტები გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს.
პირველი აგვისტოდან უნგრეთის პასპორტის მფლობელთათვის ESTA-ს მოქმედების ვადა ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება, ასევე უნგრეთის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში შესვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.
„ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის უმოქმედობაზე საპასუხოდ,“ – განაცხადა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა.
უნგრეთი ერთ-ერთია 40 ქვეყანას შორის, რომლებთანაც აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა აქვს. პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, აშშ-ში უვიზოდ ჩავიდნენ ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით 90 დღის ვადით, ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია სჭირდებათ. ESTA-ს მოქმედების ვადა ორწლიანია.