დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას საქმის მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა.
ამის საფუძველად ბრიტანეთი „პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას" ასახლებს.
სანქციები ითვალისწინებს მოსამართლეების აქტივების გაყინვას.
მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალებათ.