ბელორუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მეთაურებისა და სამსახურების ხელმძღვანელების მიერ სიტუაციის ანალიზის შედეგებზე დასკვნების შემდეგ დადგინდა, რომ დღეს, პირველ აგვისტოს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ბელორუსის ვერტმფრენებმა რომლებიც საზღვართან ახლოს წვრთნებს ატარებდნენ.
„ბელორუსის მხარემ წვრთნების ჩატარების შესახებ პოლონურ მხარე ინფორმაცია მიაწოდა.“
მისივე თანახმად, ბელორუსის ვერტმფრენებმა საზღვარი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაარღვიეს, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით მისი აღმოჩენა გაართულა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზრდება, ასევე ჩაერთვებიან დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.
პოლონეთის მთავრობამ ხსენებული ინციდენტის შესახებ NATO-ს აცნობა, ასევე მომხდარზე განმარტებისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ ბელორუსის დროებით რწმუნებულს.