ახალი ამბები
უცხოეთი
Reuters-ის ცნობით, თურქეთში, ქალაქ იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამასთან დაკავშირებით, უკვე დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში. ხსენებულ ინფორმაციას იზმირის გუბერნატორი ავრცელებს.
შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრა.
ამასთან, სტოქჰოლმი მჭიდრო კონტაქტზეა სტამბოლში, გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.