უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს და გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოტოვებით ხსნის. სააგენტო მოსკოვის ნაცვლად, „თურქმენეთის ავიახაზები“ ფრენებს ყაზანში შეასრულებს.
ავიაკომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ მიიღეს.
„მოსკოვის საჰაერო სივრცეში შექმნილი ვითარების გამო და რისკების შეფასების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი კომპანიის ყველა ფრენა მოსკოვის მიმართულებით შეჩერებულია”, - წერია განცხადებაში.