მონღოლეთი და აშშ „ღია ცის“ შეთანხმებას გააფორმებენ - Reuters

შეერთებული შტატები და მონღოლეთი „ღია ცის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავენ. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. შეერთებულ შტატებსა და მონღოლეთს შორის ღია ცის შესახებ შეთანხმება დაეფუძნება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იანვარში შეთანხმდა.

ეს ინფორმაციას ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მონღოლეთის პრემიერს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.


შეხვედრა ვაშინგტონში ოთხშაბათს მას შემდეგ იმართება, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას კონკურენტ ჩინეთთან, ხოლო რუსეთთან მის ურთიერთობებში დათბობის ნიშნები არ ჩანს, რადგან რუსეთი უკრაინაში ომს განაგრძობს.

ჩრდილოეთით რუსეთით და სამხრეთით ჩინეთით გარშემორტყმულმა მონღოლეთმა,  იაპონია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები მოკავშირეებად აირჩია.

ის მიზნად ისახავს მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მაგრამ მისი ეკონომიკა თავის ორ დიდ მეზობელზე კვლავ მეტწილად დამოკიდებულია.


რესურსებით მდიდარი მონღოლეთი იშვიათი მინერალებისა და სპილენძის საბადოებს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შიდა ავტობაზრის ელექტრიფიკაციას ცდილობს. მონღოლეთი შესაძლო ინვესტიციების და თანამშრომლობის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი შეხვედრისას ხაზს გაუსვამენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. დისკუსიები მოიცავს ქვეყნების ეკონომიკურ და კომერციულ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

ინფორმაციისთვის,„ღია ცის შეთანხმება“ მოლდოვასა და აშშ-ს შორის 19 მაისს გაფორმდა.