იაპონიის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული საქონლის ჩამონათვალს აფართოებს, ძალაში 9 აგვისტოდან შევა.
ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა. ახალი შეზღუდვები 758 ტიპის საქონელს ეხება. კერძოდ, ეს არის 1,9 ლიტრზე მეტი ძრავის მოცულობის მანქანები, სამშენებლო მასალები, პლასტმასის ნაწარმი, ქსოვილები, ლოკომოტივები, სარკინიგზო ვაგონები და ა.შ.
პირველად სიაში შევიდა ისეთი ტიპი საქონელი, როგორიცაა მეორადი ტანსაცმელი, დიაგრამები, მაკულატურა და სხვა.
დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.