მოსკოვის მახლობლად ხანძრის დროს, სამი სავაჭრო ობიექტი დაიწვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ მოსკოვის მახლობლად, ლიუბერცის სამშენებლო მასალების საცავის ტერიტორიაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. დაიწვა სამი ფარდული.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც მოსკოვის პროკურატურა ავრცელებს, ლიუბერცში ხანძარი რეზინის საბურავების საწარმოში შედუღების სამუშაოს შედეგად გაჩნდა. უწყების ცნობით, მომხდარის დეტალები დგინდება.
ხანძარი პირველ აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ათი სახანძრო მანქანა და 39 სპეციალისტი მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ფართობმა 1,2 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.