რუსეთის კალუგის ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხრეთ-დასავლეთში 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დრონები გასულ ღამით ჩამოაგდეს.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ათამდე შეტევა იყო.
თავდასხმაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინა შეტევაში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.