რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ნორვეგია იმ უცხო ქვეყნების სიას დაამატა, რომლებმაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ ე.წ. „არამეგობრული“ ქმედებები ჩაიდინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
შედეგად, რუსეთში ნორვეგიის დიპლომატიურ მისიას მხოლოდ 27 პირის დაქირავება შეუძლია.
მოსკოვმა ეს სია 2022 წლის გაზაფხულზე შექმნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დააკისრეს. 50-მდე ქვეყნისგან შემდგარი სია აშშ-ს, ჩეხეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს მოიცავს.
ნორვეგიამ აპრილში 15 რუსი დიპლომატი გააძევა სავარაუდო ჯაშუშობისთვის, ხოლო რუსეთმა 10 ნორვეგიელი დიპლომატის გათავისუფლებით უპასუხა.