CNN: აშშ-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს რობერტ ბოუერსს, რომელმაც 2018 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა.

გადაწყვეტილება შეიარაღებული პირის სიკვდილით დასჯის შესახებ ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაუერსს უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა.

CNN-ის ცნობით, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში გამოტანილი სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენია.

დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.