ევროკავშირმა 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ბელორუსისთვის დაწესებულ სანქციებს აფართოებს.
ახალი სანქციების მთავარი მიზანი, სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი სანქციები მოიცავს აკრძალვას გარკვეული ტიპის ტექნოლოგიების, სამხედრო მასალების, ავტომატური იარაღისა და ტყვია-წამლის ექსპორტზე.
ევროკავშირის საბჭო ასევე აწესებს დამატებით აკრძალვას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომლებიც საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში გამოიყენება.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი 23 ივნისს დაამტკიცა.