უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ბელორუსში ტერაქტს გეგმავს სტრატეგიულ ობიექტზე, რომ თავდასხმა უკრაინას დააბრალოს.
კერძოდ ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო პერსონალისა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც ბელორუსის ტერიტორიაზე გაგზავნეს, როგორც „ვაგნერელები.“
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იგეგმება, რაც რუსეთის მხრიდან ბელარუსის სრულმასშტაბიან ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.
ბელორუსში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წყაროდან მიიღო. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში დააკავეს.