დრონებით შეტევის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვში აეროპორტი დროებით დაიხურა

მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქზე დრონით შეტევა მოიგერიეს.


„აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები გაფრენებსა და ჩამოფრენებზე," - ნათქვამია თავის მხრივ, აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

აეროპორტი დროებით ასევე დაიხურა 30 ივლისს როდესაც დრონებით შეტევას მოსკოვში, ორი შენობის დაზიანება მოჰყვა.


მოსკოვი შეტევაში ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს. უკრაინა თავდასხმაში ჩართულობას ოფიციალურად არ აღიარებს.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე სრულმასშტაბიან ომს განაგრძობს.