უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო ერთ კვირაში, 65 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსმა ტერორისტებმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს 65 სხვადასხვა რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი, აქედან 87 ირანული წარმოების დრონი" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარტნიორის პასუხისმგებლიანი პოზიცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებაში. აქ საჭიროა სრული დაცვა ტერორისგან, რათა მოგვიანებით არ დაგჭირდეთ ფიქრი, როგორ დაიცვათ მისგან სხვა ხალხები. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა და ჩვენი საჰაერო ფარი შემდგომში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტი,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.