თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დერინჯეს პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 13 ელევატორი, კი დაზიანდა.
ამის შესახებ კოჯაელის პროვინციის გუბერნატორმა, სედარ იავუზმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ დროისთვის შემოწმების შემდეგ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის“, - განაცხადა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
თურქული მედიის ცნობით, პორტის 30 სილოდან, 13 დაზიანდა.