Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ამ ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა.
„ისინი მზად არიან, ახლა უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, მათ ასევე მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც უკრაინას მიეწოდება,“ – აღნიშნა დუგლას ბუშმა.
ბუშმა არ დააკონკრეტა, რა რაოდენობის ტანკს მოიცავს პირველი პარტია.
ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ აშშ Abrams-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების წვრთნები მაისში, გერმანიაში დაიწყო.