Reuters-ის ცნობით, აშშ უკრაინას დამატებით, $200 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაიით, აშშ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფას იწყებს მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.


Reuters-ის ცნობით, უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რომლის გაგზავნაც აშშ-ის მარაგებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში იქნება შესაძლებელი. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია.


პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.