ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია, შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, რთული იყოს.“
„რუსეთ-საქართველოს ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას.
ამ წლისთავი ს აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.