უკრაინა NATO-ს სტანდარტების საარტილერიო ჭურვების წარმოებას გააფართოებს

უკრაინის NATO-ს სტანდარტების 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას 2023 წლის ბოლომდე გააფართოებს, განაცხადა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, 2023 წლის ივლისში უკრაინამ ორჯერ მეტი ნაღმტყორცნები და საარტილერიო საბრძოლო მასალა აწარმოა, ვიდრე მთელ 2022 წელს.

ამავე ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ წლები დასჭირდებოდა, ვიდრე უკრაინას შეეძლება იმდენი საბრძოლო მასალის წარმოება, რაც ამჟამინდელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.