ტაჯიკეთმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი გაზარდა

2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტაჯიკეთმა საქართველოდან 1435 ავტომობილი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (603 მანქანა) 2,3-ჯერ მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ ავტომობილების ექსპორტის ღირებულებამ 15,842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველი ნახევრის მონაცემებს (3,894 მლნ აშშ დოლარი), 4-ჯერ აღემატება.


2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 19,599 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის პირველ ნახევრთან შედარებით, (6,096 აშშ დოლარი) 3,2-ჯერ მეტია.

თუმცა, ტაჯიკეთის ექსპორტმა საქართველოში პირველი ექვსი თვის განმავლობაში 36 030 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,7-ჯერ ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (170 660 აშშ დოლარი). ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 3,42 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ან 98,2 მილიონი დოლარით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.