ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს. ყასიმ ჟომართ-თოყაევმა განაცხადა, რომ ამ გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს.
„სერიოზული იმპულსია საჭირო ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისთვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასასვლელად. დადგება კრიტიკული ისტორიული მომენტი და ყაზახეთის ეკონომიკა ვეღარ დარჩება დღევანდელ მდგომარეობაში. ეს ეჭვგარეშეა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეა. პირველ რიგში, მთავრობის ამოცანაა შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა. მეორეც, ეს არის გარანტია იმისა, რომ ამ წინადადებების მიხედვით მომზადებული გეგმები განხორციელდება. არ უარვყოფ, რომ მე პირადად ვფიქრობ ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავებასა და მომზადებაზე,“ - განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი ეკონომისტები გააკრიტიკა.
„მჯერა, რომ ისინი არ აკეთებენ საკმარისს, აკლიათ კრეატიულობა, ვერ აცნობიერებენ ჩვენს და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არსებულ ამოცანებს,” - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, ხალხი ყველაზე აქტუალური საკითხების კონკრეტულ გადაწყვეტას ითხოვს
„ადამიანების ცხოვრების წესიერი დონის უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ჩვენს კონცეპტუალურ ხედვასთან, რომელიც კარდინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს,“ - განაცხადა თოყაევმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პავლოდარის მხარეში ჩავიდა. პრეზიდენტმა თბოსადგური დაათვალიერა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოს გაეცნო. მან თბოსადგურის მუშაობის დროული აღდგენა მოითხოვა.