პოლონეთმა შესაძლოა, ბელორუსთან სარკინიგზო კავშირი შეწყვიტოს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაციეი ვაშიკმა, განაცხადა, რომ თუ ბელორუსი თავს ექსტრემალური ქმედებების“ უფლებას მისცემს“, შესაძლოა, პოლონეთმაც და ლიეტუვამაც ერთდროულად დაკეტონ საზღვრები ბელორუსთან.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რკინიგზის შეჩერებაზეც საუბრობენ.
როგორც მედია წერს, აკრძალვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.
„ვფიქრობ, ჩინელებს მოუწევთ სწორი სიგნალი გაუგზავნონ ლუკაშენკოს (ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს - რედ.), რათა მან არ მიიღოს ზომები, რომლითაც ქვეყანა დაზარალდება,“ - განაცხადა მინისტრმა.
2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნის.
შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.