მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში, ოპტიკურ-ტექნიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მედია ასევე წერს, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, 5 ადამიანი იმყოფებოდეს.


როგორც ცნობილია, ოთხშაბათს მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, აფეთქება პიროტექნიკური ნაწარმის საწყობში მოხდა. ქარხნის ყველა შენობაში და სახელოსნოში, ასევე, მიმდებარე საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა.