კიევში აფეთქებების ხმა ისმის, კლიჩკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

უკრაინის დედაქალაქ კიევში პარასკევს რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოაცხადა.

მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები გაუშვა კიევის რეგიონში. „აფეთქებები ქალაქში. დარჩით თავშესაფრებში!”  დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე.


მისი თქმით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

Reuters-ის ჟურნალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, მაგრამ ადგილმდებარეობის დაზუსტება ვერ შეძლეს.

თავის მხრივ, ეროვნული ტელემაუწყებელი Suspilne აკონკრეტებს, რომ აფეთქებები ვინიცისა და ხმელნიცკის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში ფიქსირდება. ხმელნიცკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვა აქაც მუშაობს.